ნინო მინჯია იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობს 2007 წლიდან. იგი დასაქმებულია სამეგრელოს-ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტის თანამდებობაზე. არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.
2012–2013 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ეთიკის ტრენერი.
გავლილი აქვს ტრენინგები: UNDP; ევროკავშირი; ABA ROLI – ამერიკის იურისტთა ასოციაცია; ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში. ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ტრენინგები.
მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში ჰქონდა არაერთი წარმატებული საკონსულტაციო საქმე. აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ბროშურების შემუშავებაში, გასვლით კონსულტაციებში და სხვა სახის აქტივობებში. სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის სამსახურის მიერ რამდენჯერმე დაჯილდოებულ იქნა მადლობის სიგელით.
ნინო მინჯია დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.